ზესტაფონის №5 საჯარო სკოლის Iბ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის, ნინო კირკიტაძის ინიციატივით პირველი სასწავლო წლის დასასრული განსაკუთრებული ღონისძიებით აღნიშნეს. ბავშვებმა, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში შრომისმოყვარეობა, გულმოდგინება და ხალისი ახლდათ, ცოდნის სამყაროში პირველი წარმატებული ნაბიჯები გადადგეს.
სასწავლო წლის ბოლოს პატარებმა პედაგოგებს, მშობლებს, თანატოლებსა და მოწვეულ სტუმრებს ულამაზესი და საინტერესო ღონისძიება აჩუქეს. მათ შეაჯამეს ერთწლიანი გზა, წარმოაჩინეს მიღებული ცოდნა და თბილად დაემშვიდობნენ საყვარელ სკოლას სექტემბრამდე.
ღონისძიება სითბოთი, სიხარულითა და ბავშვური სუფთა ემოციებით იყო სავსე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებდა პედაგოგის დიდი ძალისხმევისა და მოსწავლეების მოტივაციის სინთეზზე.