„დასასრული, რომელიც ახლის დასაწყისია“ - იანეულის საჯარო სკოლაში I და IV კლასების დამამთავრებელი ღონისძიება გაიმართა
02-06-2025

„დასასრული, რომელიც ახლის დასაწყისია“ — იანეულის საჯარო სკოლაში I და IV კლასების დამამთავრებელი ღონისძიება გაიმართა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში I და IV კლასის მოსწავლეებისთვის დამამთავრებელი ღონისძიება გაიმართა. სიმბოლური სათაურით — „დასასრული, რომელიც ახლის დასაწყისია“, ღონისძიებამ მხიარულ და საზეიმო გარემოში ჩაიარა.

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ მომავალი პირველკლასელები, რომლებსაც სკოლამ თბილი შეხვედრა მოუწყო და ბავშვური სიხარულით გაჯერებული ატმოსფერო აჩუქა. ღონისძიება ჩატარდა მასწავლებლების: ნონა ურუშაძის, თეა შათირიშვილისა და ნინო კუჭაშვილის — ძალისხმევითა და ინიციატივით. ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ნინო სალია და ელენე სიხარულიძე.

სკოლის ადმინისტრაცია მიულოცა ბავშვებს I და IV კლასის წარმატებით დასრულება და უსურვა ნათელი მომავალი, წარმატებული გზა და პასუხისმგებლობით სავსე მომდევნო საფეხურები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...