ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს და საზეიმო ღონისძიებით გააცილეს ანბანი.
პატარები დამსწრე საზოგადოების წინაშე თვალისმომჭრელი წარმოდგენით წარდგნენ და დამრიგებელი და მშობლები სიამაყით აღავსეს.
ღონისძიებაზე ნათლად გამოიკვეთა მათი შრომა, ნიჭი და ცოდნა და შემოქმედებითი პოტენციალი.
დამრიგებელი პატარებს მომავალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობა და პირველკლასელებს ბედნიერი არდადეგები უსურვა.
„ეს დღე არის სიმბოლო იმისა, რომ პატარა მკითხველებმა ცოდნის სამყაროში პირველი კარი უკვე შეაღეს. ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: