ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მათი ჩართულობა სხვადასხვა ღონისძიებასა თუ აქტივობაში კი წახალისებული და მხარდაჭერილია. შესაბამისად, მოტივირებული მოსწავლეები აქტიურობით გამორჩევიან და წარმატევაც სახეზეა.
სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის ვაჟთა გუნდმა 24 მაისს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამართულ სპორტულ შეჯიბრში - „თავისუფლების თამაშები 2025“ წარმატებით იასპარეზა.
გუნდმა, მინი-ფეხბურთში პირველი ადგილი დაიკავა.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.