ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სამშობლოს სიყვარულით განმსჭვალული ღონისძიება და სპორტული მიღწევები 
02-06-2025

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობით გამოირჩევიან, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, დიდი შემართებით მონაწილეობენ როგორც შიდასასკოლო ისე მუნიციპალურ ღონისძიებებში.

26 მაისს, სკოლაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. მათ ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე, 1918 წლის 26 მაისის მოვლენებზე, თავდადებულ გმირებზე, მხატვრულად წაიკითხეს პატიორტული ლექსები და შეასრულეს სიმღერები. ბავშვებმა გამოავლინეს პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული.

ასევე, ლენტეხში გაიმართა ფრენბურთის შეჯიბრი გოგონათა გუნდებს შორის. ტურნირს აქტიურად შეუერთდა ჩოლურის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი, წარმატებით იასპარეზა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...