ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გამორჩეულად აღინიშნა.
26 მაისს, სკოლაში, ქართული ენის მასწავლებლების ორგანიზებით, ტრადიციულად, ღონისძიება ჩატარდა.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა საზეიმო სანახაობა საქართველოს ჰიმნით გახსნეს, შემდეგ ლამაზი ლექსებითა და სიმღერებით გაალამაზეს დღე. მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობასა, 1918 წლის 26 მაისის მოვლენებზე ისაუბრეს, გაიხსენეს თავდადებული გმირები, რომელთა ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, აღნიშნეს თუ რა გზა გაიარა ქვეყანამ დამოუკიდებლობამდე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სასკოლო საზოგადოება, ბავშვების მშობლები და სკოლის ადმინისტრაცია.
იხილეთ ფოტოები: