ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა.
20 მაისს, სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. დღე, რომელიც ტრადიციულად, სიმბოლურად ასრულებს ცხოვრების ერთ მნიშვნელოვან ეტაპს, ემოციებით, მადლიერებითა და სიყვარულით იყო სავსე. ამ დღეს კურსდამთავრებულები ახალი გზის დასაწყისს სევდანარევი სიხარულით შეხვდნენ. მათთვის ბავშვობასთან, საყვარელ მასწავლებლებთან და სკოლასთან გამომშვიდობება მეტად ამღლვებელი აღმოჩნდა.
გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება. კურსდამთავრებულები სკოლაში თეთრი მაისურებით გამოცხადდნენ და სურვილები გაცვალეს. მე-12 კლასელებმა კი სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და ყველაზე ნათელი და დასამახსოვრებელი ეპიზოდები გააცოცხლეს. მადლობა გადაუხადეს დირექტორსა და პედაგოგებს იმ ფასდაუდებელი შრომისთვის, რაც მათ სწავლა-განათლებაში ჩადეს.
დირექციამ და პედაგოგებმა კი ახალგაზრდებს გზა დაულოცეს
„ვუსურვებთ წარმატებებს, მიზნების მიღწევასა და ღირსეულ მომავალს!“,-აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა გულმხურვალე გულშემატკივრებად რჩებიან.
იხილეთ ფოტოები: