5 ცვლილება ზოგადი განათლების კანონში - კანონპროექტი მასწავლებლებს, დირექტორებს, მოსწავლეებს ეხება
02-06-2025

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს განათლების კომიტეტის 3 ივნისს განიხილავს. კანონპროექტი რამდენიმე საკითხს მოიცავს, მათ შორის პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას ატესტატთან ერთად, მასწავლებლად დასაქმების უფლების მოპოვებას, სერტიფიკატის საფუძველზე...

დოკუმენტში ასევე განმარტებულია, თუ რა შეიცვლება კონკრეტულად, წარმოდგენილი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში:

საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, დიპლომთან ერთად გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);

შეიცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ:

იმ პირებს, რომლებსაც აქვთ მასწავლებლობის უფლება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მოპოვებული მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მიხედვით მიეცემათ მასწავლებლად დასაქმების შესაძლებლობა;

იმ პირებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და უდასტურდებათ მასწავლებლობის უფლება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მოპოვებული მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მიხედვით მიეცემათ სპეციალურ მასწავლებლად დასაქმების შესაძლებლობა;

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ3“ ქვეპუნქტი შესაბამისობაში მოვა „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ჩანაწერთან;

დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა განხორციელდება არჩეული დირექტორის ან მინისტრის მიერ დანიშნული დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან;

ტექნიკურად გასწორდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე შესაბამის სამინისტროთა დასახელებები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...