ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში, მათემატიკის კათედრის ორგანიზებით, ვიქტორინა გაიმართა
02-06-2025

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნას, არამედ მათ ინტელექტუალურ და ანალიტიკურ განვითარებას. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

29 მაისს, სკოლაში, მათემატიკის კათედრის ორგანიზებით გაიმართა ვიქტორინა მე-6 და მე-6 კლასის მოსწავლეთა შორის (მასწავლებლები: ქეთევან ვარდოსანიძე და მაია რობაქიძე).

ვიქტორინაში მონაწილეობდა სამი გუნდი. მოსწავლეებმა შეარჩიეს ამოცანები შემდეგი კატეგორიებიდან: „ლოგიკური ამოცანები“, „პროპორციები“, „ამოცანები მოძრაობაზე“ და „გეომეტრიული ამოცანები“.

მოსწავლეები დიდი ინტერესით ასრულებდნენ დავალებებს, მსჯელობდნენ, კამათობდნენ, აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქომაგებმაც, მეტად საჭირო ქულები შემატეს საკუთარ გუნდს.

განსაკუთრებულად საინტერესო იყო „კაპიტნების კონკურსი“.

გამარჯვებული გუნდის მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქარი, მონაწილეებს მიენიჭებათ სერტიფიკატები.

ვიქტორინას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია და პედაგოგები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...