„80-90-იანი წლების მუსიკა ქართული და დასავლური პარალელებით“ - საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი პროექტი
04-06-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ მიმართული აქტივობა ბავშვების დიდი ინტერესით გამოირჩევა. 

30 მაისს, სკოლის Xl კლასში განხორციელდა საინტერესო პროექტი, რომლის თემა იყო „80-90-იანი წლების მუსიკა ქართული და დასავლური პარალელებით“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო - 80-90-იანი წლების მუსიკის გაცოცხლება მოსწავლეების მიერ დამზადებული საკრავებით.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს, მოძიებული ინფორმაციები ამ წლების მომღერლების შესახებ, მოისმინეს მათ მიერ შესრულებული სიმღერები, იმიტირებული თამაშები (საკრავებზე შესრულების იმიტაცია).

პრეზენტაციის ბოლოს  მაყურებელს შესთავაზეს მათ მიერ გადაღებული კლიპი.

პროექტი იყო სახალისო, ინფორმაციული და ემოციებით დატვირთული, რის გამოც დიდი მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოების მხრიდან.

პროექტს ხელმძღვანელობდა პედაგოგი ნანა ზაალიშვილი. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...