დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზაქლოს საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გამორჩეულად აღინიშნა.
მოსწავლეებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს. სპეციალურად ისწავლეს ლექსები და სიმღერები საქართველოზე, შეასრულეს აჭარული და აზერბაიჯანული ცეკვები. მათ ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე, 1918 წლის 26 მაისის მოვლენებზე, თავდადებული გმირებზე, რომელთა ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, აღნიშნეს ქართველი ერის სიმამაცე.
სასკოლო საზოგადოებისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა მოსწავლეების წარმოდგენილი „სარეს სიმღერა“, რომელმაც მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: