დიდი ჭყონის N1 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურენოვანი ლიტერატურის პრეზენტაცია გამართეს 
02-06-2025

დღეისთვის ინგლისური ყველაზე ფართოდ გამოყენებადი და სწავლებადი ენაა, ამიტომ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მის ხარისხიან და სიღრმისეულ სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, კი არაერთი ღონისძიება თუ აქტივიბა იმართება. მათ შორის, მოსწავლეები პედაგოგთა წახალისებით აქტიურად კითხულობენ ინგლისურენოვან ლიტერატურას. 

ახლახან, წაკითხული ინგლისურენოვანი ლიტერატურის პრეზენტაცია მე-9 კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს, კერძოდ, ქრისტინე კეკუტიამ, დავით თოდუამ და სალომე ახალაიამ.

მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკარის - ია კალანდიასა და ინგლისური ენის მასწავლებლის - იზოლდა დანელიას მხარდაჭერით, სკოლის ბიბლიოთეკიდან გაიტანეს ინგლისურენოვანი მხატვრული ნაწარმოებები, ისწავლეს და ამჟამად თანატოლებისა, მასწავლებლის და დირექტორის თანდასწრებით მოყვნენ ნასწავლ მასალას.

დამსწრე საზოგადოებამ პრეზენტატორებს საინტერესო შეკითხვები დაუსვა და ამომწურავი პასუხებიც მიიღო. მათ სათანადო პრეზენტაციის გამო მსმენელთა დადებითი შეფასებები დაიმსახურეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...