საბუეს საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა სასწავლო პროექტის საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
03-06-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ მიმართული სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა დიდი ინტერესით გამოირჩევა. 

სულ ახლახან, II კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ინტეგრირებულ პროექტზე - „წყლის ცხოველები“ იმუშავეს. პროექტი მუსიკასთან, ხელოვნებასთან და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან ინტეგრირებით განხორციელდა. 

მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, საინტერესო პრეზენტაცია გამართეს და „წყლის ცხოველების“ შესახებ დამსწრე საზოგადოებას საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს. 

პროექტს ორგანიზება გაუწიეს პედაგოგებმა - ლილი ირემაშვილმა, მაია ახალკაციშვილმა, ნანა ზაალიშვილმა და ნატო ქიტესაშვილმა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203