შთამბეჭდავი ეროვნულ-აღმზრდელობითი ღონისძიება თბილისის N117 საჯარო სკოლაში
02-06-2025

თბილისის N117 საჯარო სკოლაში საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებითა და პედაგოგიური კოლექტივის აქტიური ჩართულობით, ჩატარდა ლიტერატურული, ისტორიული, შემეცნებითი და ეროვნულ- აღმზრდელობითი ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავს.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ V-XI კლასის მოსწავლეები, ქორეოგრაფიული ანსამბლები: „აისმა“ და „ტიფლისმა“. მოსწავლეებმა ქრონოლოგიურად წარმოადგინეს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზა 1918 წლიდან დღემდე. გაიხსენეს გმირი წინაპრები, მათი თავდადება და ღვაწლი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრები, სასულიერო პირები, პედაგოგები და მშობლები.

სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობა ღონისძიების პირდაპირ ეთერს თვალს ადევნებდა საგანგებოდ მოწყობილ დიდ ეკრანზე - სპორტულ დარბაზში.

„დიდი მადლობა თბილისის N117 საჯარო სკოლის დირექციას, მენეჯერს, სკოლის ადმინისტრატორს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის“,- აღნიშნავს ღონისძიების ხელმძღვანელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...