ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
პირველი სასკოლო გამაჯვებები და აკადემიური მიღწევები კი განსაკუთრებული ღონისძიებით აღნიშნეს.
პედაგოგმა - მაია მჭედლიშვილმა, მოსწავლეებთან ერთად, საოცარი ღონისძიება მოამზადა. პატარები დამსწრე საზოგადოების წინაშე თვალისმომჭრელი წარმოდგენით წარდგნენ და მათი გული მოიგეს. დამრიგებელი და მშობლები კი სიამაყით აღავსეს.
ღონისძიებაზე ნათლად გამოიკვეთა მათი შრომა, ცოდნა და შემოქმედებითი ნიჭი.
პედაგოგები პატარებს მომავალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობენ და პირველკლასელებს ბედნიერი არდადეგები უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: