პირველკლასელთა სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი ლამაზი ღონისძიება და მომავალი მოსწავლეების საზეიმო მიღება გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში
02-06-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

პირველი სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს. პატარები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი საზეიმო სანახაობით წარდგნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

ღონისძიებას განსაკუთრებით ალამაზებდა საზეიმოდ მორთული გარემო და გამოპრანჭული პატარები. სპეციალურად ღონისძიებისთვის ლამაზი დეკორაციაც შეიქმნა. 

დამრიგებელმა პატარებს პირველი კლასის წარმატებით დასრულება მიულოცა და უკვე მე-2 კლასელებს ახალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობა. 

პარალელურად სკოლაში უკვე ემზადებიან ახალი თაობის მისაღებად. სკოლაში მომავალ პირველკლასელებს უმასპინძლეს. პატარებმა გაიცნეს მომავალი დამრიგებლები და ლამაზი ღონისძიება გამართეს - შეასრულეს სიმღერები, საცეკვაო ნომრები და მხატვრულად წაიკითხეს ლექსები. 

სკოლაში მადლობას უხდიან გორელოვკის ბაღს სტუმრობისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203