საბუეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი გაიმართა
03-06-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებული და მხარდაჭერილია. მათი მხატვრული ნიჭისა და ესთეტიკური ხედვის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. 

ახლახან, სკოლაში ჩატარდა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი თემაზე - „ჩემი თვალით დანახული გაზაფხული“.  

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გამოფენის მიზანი იყო მშვენიერი, საგაზაფხულო განწყობის შექმნა და მოსწავლეთა შემოქმედებითი და თვითგამოხატვის უნარების განვითარება.

მონაწილეებს და გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები.

ამჟამად, ნამუშევრები გამოფენილია სკოლის შიდა სივრცეში. ღონისძიების ორგანიზატორი პედაგოგი მაია ახალკაციშვილი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203