
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა.
სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება. კურსდამთავრებულები სკოლაში თეთრი მაისურებით გამოცხადდნენ და სურვილები გაცვალეს. მე-12 კლასელებმა კი სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და ყველაზე ნათელი და დასამახსოვრებელი ეპიზოდები გააცოცხლეს. მადლობა გადაუხადეს დირექტორსა და პედაგოგებს იმ ფასდაუდებელი შრომისთვის, რაც მათ სწავლა-განათლებაში ჩადეს.
დირექციამ და პედაგოგებმა კი ახალგაზრდებს გზა დაულოცეს და ნათელი მომავალი უსურვეს.
„გილოცავთ სკოლის დამთავრებას და გისურვებთ ფერად, წარმატებულ და ბედნიერებით სავსე წლებს ცხოვრების ახალ ეტაპზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულთა დიდ გულშემატკივრებად რჩებიან.
იხილეთ ფოტოები: