შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღინიშნა.
1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა, რომელიც სიურპრიზებითა და ემოციებით იყო სავსე.
ბავშვები ჯგუფებად გადანაწილდნენ და ჩაერთვნენ ასფალტზე ხატვის კონკურსში, ღია ცის ქვეშ, სადაც თითოეულმა ჯგუფმა თავისი ფერადი სამყარო და შემოქმედება წარმოადგინა.
ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი ნაწილი გახდა ნაყინების ფესტივალი - მოულოდნელი სიურპრიზი სკოლის პატარებისთვის.
„მხიარულმა სტარტებმა“ კი დღეს განსაკუთრებული ენერგია და ემოციები შემატა.
აღსანიშნავია, რომ ამ გამორჩეული დღის ორგანიზებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით სკოლის დირექტორს - ნუნუ ჭონქაძეს, ხელოვნების პედაგოგ რამაზ შეყილაძეს და სპორტის მასწავლებელს – ხათუნა მოდებაძეს.
ღონისძიების დაგეგმვაში აქტიურად მონაწილეობდა მთელი სასკოლო საზოგადოება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თანამშრომლობისა და ერთიანობის ძალას.
„ჩვენთვის თითოეული ბავშვი ბედნიერების და მომავლის სახეა – ერთად ვზრდით ღიმილიან თაობას!“-აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლლეებს კიდევ ერაერთ შთამბეჭდავ ღონისძიებას ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: