ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სკინდორის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
27 მაისს, ალექსი ბიწაძემ, ნია შუკაკიძემ და ნინო კურტანიძემ წარმატებით დახურეს თავიანთ ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - მოსწავლეობის პირველი წელი, რომელიც სავსე იყო ბევრი ძალისხმევით, ღიმილით და მათი პიროვნული განვითარებისკენ გადადგმული უამრავი ნაბიჯით.
სკოლის მასწავლებლებმა - ნანა შუკაკიძემ და ნანა კუპატაძემ ღირსეულად გააცილეს მოსწავლეები.
მოსწავლეებმა პედაგოგების დახმარებით სასწავლო მიღწევები სახით შეაჯამეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
დღე დატვირთული იყო მრავალფეროვანი შემეცნებითი და სახალისო აქტივობებით, რისთვისაც სკინდორის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის მათ და აღსაზრდელებთან ერთად უსურვებს მომავალ წინსვლას და წარმატებას.
ვიდეო იხილეთ ბმულზე: