პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა ლამაზი და შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა პირველი სასწავლო მიღწევები აღნიშნეს, გააცილეს ანბანი და ცოდნა შეაჯამეს.
პატარები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი სანახაობით წარდგნენ, ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და მასწავლებელი სიამაყით აღავსეს.
მასწავლებელმა საყვარელ მოსწავლეებს პირველი კლასის წარმატებით დასრულება მიულოცა და ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობა.
იხილეთ ფოტოები: