პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი თაობა გააცილეს.
სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება. ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასვლა მთელმა სკოლამ მიულოცა.
ეს დღე გამორჩეულად ემოციური იყო - ახალგაზრდებმა ერთმანეთს სიხარული, ბედნიერება, მომავლის იმედი გაუზიარეს. ბავშვობასთან, პედაგოგებთან, სკოლასთან გამომშვიდობება მათთვის მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა.
დამრიგებელი და სასკოლო საზოგადოება სიყვარულით გამოემშვიდობნენ კურსდამთავრებულებს და გზა დაულოცეს.
იხილეთ ფოტოები: