პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა.
საქართველოს სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალულ ღონისძიებას მუსიკის პედაგოგი მანანა ზუბიაშვილი ხელმძღვანელობდა.
„სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, რადგან მაღალი იყოს მათი მოქალაქეობრივი როლი და შეიძინონ არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნა, არამედ მიიღონ სიღრმისეული ინფორმაცია მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებით“,- გვეუბნებიან სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, შეასრულეს ქართული ცეკვები და კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს მშობლიურ სკოლას.
იხილეთ ფოტოები: