აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სპორტული ღონისძიება მიეძღვნა
03-06-2025

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები, მათ შორის, სპორტული ღონისძიება: „მხიარული სტარტები“ .

სპორტულ-გასართობი თამაშები სხვადასხვა  ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებისთვის მოეწყო და მისი მიზანი იყო სპორტისადმი სიყვარულის გაღვივება და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება.

მოსწავლეები დიდი მონდომებითა და სიხარულით ჩაერთნენ აქტივობებში, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„მადლობა თითოეულ მოსწავლეს და პედაგოგებს სპორტის მასწავლებელ რუსუდან შონიას საინტერესო ინიციატივისთვის. მადლობა დაწყებითი კლასის მასწავლებლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ბავშვებს კიდევ არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203