
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა.
20 მაისს, მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. სკოლიდან კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიებაც. ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მთელმა სკოლამ მიულოცა.
მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და დირექციასა და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
დირექტორმა და მასწავლებლებმა კი აღზრდილებს წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცეს.
„გილოცავთ ამ უმშვენიერეს დღეს. გისურვებთ ჩვენთან დაგროვილი ცოდნის ცხოვრებაში გამოყენებას. გისურვებთ ახალი ცხოვრების ეტაპი, ახალი შესაძლებლობებით, ახალი ურთიერთობებით და გამოციდილებებით შეივსოთ ცხოვრებაში. იცოდეთ თქვენი წარმატების საიდუმლო გასაღები თქვენს ხელშია. განამტკიცეთ ის ცოდნა რასაც მომავალში მიიღებთ. იყავით ღირსეული, პატივსაცემი ადამიანები ჩვენი ერის საკეთილდღეოდ, იყავით მისაბაძი ადამიანები. საამაყო და სიკეთით სავსე. ვულოცავ, ასევე მშობლებს, თითოეულ პედაგოგს და ადმინისტრაციის წარმომადგენელს ასეთი კარგი ადამიანების გვერდში დგომისა და აღზრდისთვის.
ჩვენო მე-12 კლასელებო დიტო ჭოლარია, ნიკოლოზ უბილავა, ლიზი გითოლენდია, თინა ოყუჯავა და საბა თოდუა. ძალიან გვიყვარხართ და ყოველთვის თქვენს გვერდით გვიგულეთ თქვენი მშობლიური სკოლა“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა დიდ მხარდამჭერებად რჩებიან.
იხილეთ ფოტოები: