სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორ სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირცევა.
25 მაისს, ნოქალაქევის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ნინო ხუხუნის ხელმძღვანელობით, იმყოფებოდნენ სასწავლო-მიმოხილვით და გასართობ ექსკურსიაზე, საქართველოს ულამაზეს კუთხეში - იმერეთში.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ღირსშესანიშნაობები, კულტურულ-არქიტექტურული და ისტორიული ძეგლები: ბაგრატის ტაძარი, გელათის სამონასტრო კომპლექსი, სათაფლიას კარსტული მღვიმეები და სახელმწიფო ნაკრძალი, იმერეთის სიმწვანეში ჩაფლული ბუნება.
მოსწავლეები ეწვივნენ ქუთაისის დრამატულ თეატრს. დაათვალიერეს ოპერისა და ბალეტის თეატრი, „მინის ხიდი“.
პირველკლასელთა ექსკურსია ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი იყო.
იხილეთ ფოტოები: