წალკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სპორტული წარმატება 
02-06-2025

წალკის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

სკოლის მოსწავლეებმა მკლავჭიდის შეჯიბრში 5 პირველი და 2 მეორე ადგილი დაიკავეს. მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს „თავისუფლების თამაშები 2025“-ში, სადაც მინი ფეხბურთის ტურნირში დამსახურებული I ადგილი მოიპოვეს. 

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებით ხარობენ და მათ ჩართულობას სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში ახალისებენ. 

„ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან მოსწავლეებსა და მათ სპორტის პედაგოგს თავდაუზოგავი შრომისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203