დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგებმა პირველკლასელებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება დღესასწაულად უქციეს
03-06-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

სკოლაში სითბოთი, სიყვარულითა და ღიმილით სავსე დღე იყო - პედაგოგებმა არდადეგებზე გააცილეს I კლასის მოსწავლეები, რომლებმაც წარმატებითა და სასიამოვნო მოგონებებით დაასრულეს პირველი სასწავლო წელი. 

დღეს ისინი უფრო ძლიერები, თავდაჯერებულები, ლაღები არიან და ემზადებიან ახალი თავგადასავლებისთვის.

მოსწავლეთა სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი ღონისძიება სკოლის ეზოში გაიმართა. 

ზეიმის ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასის მასწავლებლები: ლალი სვანიძე და გვანცა ჭაბუკიანი, რომლებმაც დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით შექმნეს დღესასწაული, რომელიც დიდხანს დარჩება ბავშვების გულებსა და გონებაში. 

ასევე მოსწავლეებმა მოამზადეს ინგლისური სიმღერა - მასწავლებელ ინგა უგრეხელიძის - ხელმძღვანელობით.

„დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს საოცარ I კლასელებს, მასწავლებლებს და, რა თქმა უნდა, მშობლებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში შვილებს მხარდამხარ მოჰყვებოდნენ და ამ განსაკუთრებულ დღესაც იზიარებდნენ მათ სიხარულს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ დეხვირის საბავშვო ბაღის თანამშრომლები და აღსაზრდელები.

სკოლაში დიდ მადლობას უხდიან დამსწრე საზოგადოებასა და თითოეულ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა დღევანდელი დღის გალამაზებაში.

„ჩვენი საოცარი მოსწავლეებისთვის ეს დღე გავხადეთ განსაკუთრებით თბილი და დასამახსოვრებელი - ღიმილითა და  დიდი სურვილით, რომ ყოველი მათი ხვალინდელი დღე იყოს სავსე ოცნებების ასრულებითა და ბედნიერებით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...