დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესო ღონისძიებით აღნიშნეს 
02-06-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

20 მაისს, დეხვირის საჯარო სკოლაში აღინიშნა ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე, რომელიც მსოფლიოში 2008 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მიზნად ისახავს საზოგადოების ყურადღების გამახვილებას ფუტკრების მასობრივ გაუჩინარებაზე. 

ღონისძიება წარიმართა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის - გვანცა ჭაბუკიანის ხელმძღვანელობით.

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ საგანმანათლებლო და შემოქმედებით აქტივობებში: მოისმინეს პრეზენტაცია ფუტკრის ცხოვრების წესის, მისი პროდუქტებისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ. ბავშვებმა გააცნობიერეს, რომ ფუტკრებზე ზრუნვა გარემოზე ზრუნვის ტოლფასია.

2025 წლის ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღის სლოგანია -  „ფუტკრები ახალგაზრდებთან ერთად“,
რაც განსაკუთრებით უსვამს ხაზს ახალგაზრდების გადამწყვეტ როლს გარემოს დაცვასა და ეკოსისტემის შენარჩუნებაში. დეხვირის საჯარო სკოლაში გამართული აქტივობა სრულად ეხმიანება წლევანდელ სლოგანს - „ფუტკრები ახალგაზრდებთან ერთად“, რადგან სწორედ ახალგაზრდების ხელშია ის მომავალი, თუ როგორ წარიმართება ზრუნვა გარემოზე, ბუნებასა და ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუტკრებზე.

„თუ ხარ ბრძენი, იცხოვრე ფუტკარივით“,- სწორედ ამ სიტყვებით დააგვირგვინეს მოსწავლეებმა ღონისძიება, რომელიც მათთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...