სიღნაღის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის წარმატებით შესწავლა საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს
02-06-2025

ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ანბანის შესწავლა კი საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს. პატარებმა „დედა ენის“ სიყვარული და პატივისცემა ლექსებითა და სიმღერებით გამოხატეს, საკუთარი შესაძლებლობები და შემოქმედებითი უნარი შესანიშნავად წარმოაჩინეს, განასახიერეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების პერსონაჟები: მუქთამჭამელა, ცრუ, თხა და გიგო...

უამრავი სამადლობელი სიტყვა უთხრეს პედაგოგებს იმ სიმდიდრის შეძენისთვის, რომელსაც ცოდნა ჰქვია და სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.

პატარებს  სიგელები და საჩუქრები გადასცეს სიღნაღის საჯარო სკოლის დირექტორმა - ნანა ბეჟაშვილმა და კლასის დამრიგებელმა ნინო ფერიაშვილმა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203