მარტვილის მუნიციპალიტეტის, გურძემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის პარალელურად, პედაგოგები ბავშვებს შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობენ, რომლებიც მიღებული ცოდნის განმტკიცებას ემსახურება.
ახლახან გურძემის საჯარო სკოლის მე-8, მე-9, მე-10 კლასების მოსწავლეები ვანის არქეოლოგიურ, ასევე გლაკტიონ და ტიციან ტაბიძეების მუზეუმებს ესტუმრნენ, აქტივობას კი ქართულის პედაგოგი ირმა კაკულია და ისტორიის პედაგოგი გელა კაკულია ხელმძღვანელობდნენ.
„გურძემის საჯარო სკოლის მე-8, მე-9, მე-10 კლასების მოსწავლეების ჩართულობით განხორციელდა ექსკურსია ვანის არქეოლოგიურ მუზეუმსა და გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების მუზეუმებში, სოფელ ჭყვიშში. ექსკურსიას ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირმა კაკულია და ისტორიის მასწავლებელი გელა კაკულია.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე. ასევე მოინახულეს გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი, გაეცნენ მწერლების ბიოგრაფიასა და შემოქმედებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.