პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგზაო ნიშნები სახალისო აქტივობებით ისწავლეს
02-06-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. 

ახლახან, მე- 3 კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე, პედაგოგ ვარა გალიბინის ხელმძღვანელობით,  საგზაო ნიშნები ისწავლეს. 

ვარა გალიბინი მოსწავლეებს საგზაო უსაფრთხოებაზეც ესაუბრა და ბავშვებს ყურადღებისა და წინდახედულებისკენ მოუწოდა.

პედაგოგმა ასევე მოსწაველეები საინტერესო და სახალისო აქტივობებში ჩართო. მოსწავლეებმა საინტერესო პლაკატებიც დაამზადეს, რამაც შესასწავლი თემა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203