პტენის საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა მარკ ტვენის ცხოვრებასა და შემოქმედებას საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
02-06-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებს მიმართავენ. მათ შორის აღსანიშნავია პრეზენტაციებით სწავლება, რომელიც მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ. 

მე-6 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენის მასწავლებლის - ვარა გალიბინის ხელმძღვანელობით, პრეზენტაცია მარკ ტვენის შესახებ ჩაატარეს. მოსწავლეებმა ისაუბრეს მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. გაიხსენეს მისი ყველაზე ცნობილი და ბავშვებისთვის საყვარელი ნაწარმოებები - „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ და „ტომ სოიერის თავგადასავლები“ და განიხილეს თუ რატომ უყვართ მარკ ტვენი. 

მოსწავლეთა პრეზენტაცია მეტად შემეცნებითი და ინფორმაციული აღმოჩნდა. ბავშვებმა ცნობილი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203