ლამაზი ღონისძიება და ნამდვილი დღე-სასწაული სიონის საჯარო სკოლაში
30-05-2025

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, სიონის საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება უწყვეტად ზრუნავს, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, მათთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სიარული იყოს საინტერესო, შემეცნებითი და სახალისოც კი.

ახლახან სიონის საჯარო სკოლაში ძალიან ლამაზი და იმავდროულად ემოციური ღონისძიება ჩატარდა, პირველი და მეოთხე კლასების მოსწავლეებისთვის. აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი - მაია ავსაჯანაშვილი.

სკოლის ყველაზე უმცროსი წარმომადგენლებისთვის არდადეგები დაიწყო, მეოთხეკლასელები და კი პირველ დამრიგებელს დაემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემოქმედებითი ნომრები, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, კიდევ ერთხელ უთხრეს პედაგოგებს მადლობა გაწეული ამაგისთვის და მშობლიურ სკოლას ნამდვილ.ი დღე-სასწაული აჩუქეს.

„სიონის საჯარო სკოლაში მაია ავსაჯანიშვილმა პირველი და მეოთხე კლასის გაცილების ღონისძიება გამართა.მასწავლებლებმა,მშობლებმა დალოცეს ბავშვები. და ბედნიერი მომავალი უსურვეს მათ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.



 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...