„დედაენის დღე და მედიაწიგნიერება“ - განჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემეცნებითი გაკვეთილი და სალონურ ღონისძიებაზე წარდგენილი საინტერესო ნამუშევრები
02-06-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით. აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. რა თქმა უნდა, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ქართული ენის დღე. 

ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს განჯალის საჯარო სკოლის მე-11 კლასში საინტერესო გაკვეთილი მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ისაუბრეს ქართულ დამწერლობაზე და მის მრავალფეროვან ისტორიაზე და აღნიშნეს, რომ უამრავ დაბრკოლებაგამოვლილი ქართული ენა კულტურის ენა იყო არა მხოლოდ ქართველთათვის არამედ კავკასიაში მცხოვრები ბევრი სხვა ეთნიკური ჯგუფისათვის.

„ეს არის განძი რასაც ყველაზე მეტად სჭირდება დაცვა, გაფრთხილება და სიყვარული. ჩვენი მოვალეობა მოვუფრთხილდეთ და დავიცვა ქართული ენა და დამწერლობა. ასევე ჩვენი ვალია, ქართული როგორც მეორე ენა უკეთესად ვისწავლოთ“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა. 

დედაენის დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილი განჯალის საჯარო სკოლის მე-10 კლასში განსხვავებულად წარიმართა - მოსწავლეებმა შეასრულეს ტესტი თემაზე - „დედაენის დღე და მედიაწიგნიერება“. 

როგორც გაკვეთილის ხელმძღვანელი პედაგოგი ნანა მაისურაძე აღნიშნავს, აქტივობის მიზანი იყო არა მხოლოდ ისტორიული ფაქტის გახსენება, არამედ იმის გააზრება, თუ როგორ აისახება ენის როლი თანამედროვე მედიაში - როგორ ვსაუბრობთ, ვწერთ, ვაზიარებთ და ვფიქრობთ ქართულად მედიაგარემოში.

მოსწავლეებმა ასევე შექმნეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი სლოგანები. 

მოსწავლეები ასევე აქტიურად შეუერთდნენ ლაგოდეხში გამართულ დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებას.  ისტორიული მუზეუმის შენობის, მედიათეკის დარბაზში, გამართულ სალონურ ღონისძიებაზე, ახალგაზრდებმა საკუთარ ნაშრომებთან ერთად, სხვადასხვა ქართველი პოეტების ლექსები წაიკითხეს. განჯალის საჯარო სკოლიდან ღონისძიებაზე წარდგნენ - თამამ რუსტამოვა და ფიდან იბრაგიმოვა.

ღონისძიებას ლაგოდეხის მერი, მოადგილე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, საჯარო სკოლის პედაგოგები, 60-მდე ახალგაზრდა და მშობლები დაესწრნენ.

მონაწილე ახალგაზრდებს, საჩუქრად, წიგნები გადაეცათ.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...