მარტვილის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საბუნებისმეტყველო მეცნიერების შესწავლას შესაშური ინტერესით ეკიდებიან, რაც, უდაოდ, სკოლის მასწავლებლების დამსახურებაა.
ახლახან, განხორციელდა პროექტი - „კანი, ცხოველური და მცენარეული უჯრედი, კიდური“, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა განიხილეს მცენარეული და ცხოველური უჯრედები, იმსჯელეს იმაზე, თუ რით განსხვავდებოდნენ ისინი ერთმანეთისგან, მეცნიერულ დონეზე ისაუბრეს იმის შესახებ, რომ მიტოქონდრიები ცხოველურ უჯრედებსაც აქვთ და მცენარეულებსაც, მაგრამ ქლოროპლასტები მხოლოდ მცენარეულ უჯრედებში გვხვდება, რომ მცენარეულ უჯრედებს უჯრედის კედელიც აქვთ და პლაზმური მემბრანაც, რომ მცენარეებში უჯრედის კედელი პლაზმურ მემბრანას გარს არტყია, რომ ვაკუოლები მცენარეულ უჯრედებსაც აქვთ და ცხოველურებსაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ...
მოსწავლეებმა ააგეს ტიპური ცხოველური უჯრედის დიაგრამა, ბოლოს კი შექმნეს მოდელები.
მოსწავლეებმა საკითხი სიღრმისეულად შეისწავლეს და ცოდნა გაიმდიდრეს.
იხილეთ ფოტოები: