გარდაბნის მუნიციპალიტეტის, კალინინოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში, თავის მხრივ კი, პროფესიონალი პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, ბავშვებს სთავაზობენ ისეთ საგანმანათლებლო-შემეცნებით აქტივობებს, რომლებიც დაეხმარებათ მიღებული ცოდნის განმტკიცებაში.
ახლახან, კალინინოს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები სასკოლო მუზეუმს ესტუმრნენ.
ბავშვებმა დაათვალიერეს ექსპონატები, მოისმინეს საინტერესო ფაქტები და გაეცნენ დაცული ნიმუშების ისტორიებს.
აქტივობის დასასრულს მოსწავლეებმა ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
იხილეთ ფოტოები: