ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში შემოქმედებითი გაკვეთილი-ღონისძიება ჩატარდა
30-05-2025

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყრურადღება ეთმობა. ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, პედაგოგები ბავშვებს მაქსიმალურად უწყობენ ხელს საკუთრი შესაძლებლობების წარმოჩენაში.

ახლახან, ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა გაკვეთილი-ღონისძიება, სადაც ბავშვებმა წარმოაჩინეს შემოქმედებითი უნარები, წარმოადგინეს სახელოვნებო ნომრები და დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს დამსწრე საზოგადოებაზე.

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი - რუზანა სტამბოლიანცი, რომელმაც, თვის მოსწავლეებთან ერთად, კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაწერა სკოლის ისტორიაში.

„მე-11 „ა“ კლასში  ჩატარდა გაკვეთილი-ღონისძიება, სადაც ჩვენმა მოსწავლეებმა გამოავლინეს თავიანთი ნიჭი, შთაბეჭდილება მოახდინეს დამსწრეებზე ლამაზი სიმღერებით, ცეკვებით და საფორტეპიანო შესრულებით!“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...