ნინოწმინდის N1 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები მედიაწიგნიერების მიმართულებით ცნობიერება საგანმანათლებლო თამაშებით აიმაღლეს
02-06-2025

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ცრუ და ნამდვილი ინფორმაციის გარჩევას ასწავლიან და მათი მედიაწიგნიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

„განათლება და თამაშები მედიაწიგნიერების სწავლების საუკეთესო საშუალებაა, რომელიც სწორედ სკოლაში უნდა დაიწყოს“, - აღნიშნავენ სკოლაში, სადაც პედაგოგმა - ლაურა ვარდანიანმა მე-7 კლასის მოსწავლეებთან ერთად, გამართა საინფორმაციო ღონისძიება სახელწოდებით - „მედიაწიგნიერება სკოლაში“.

მოსწავლეები გაეცნენ მედიაწიგნიერებასა და მედიასთან დაკავშირებულ მასალებს, ნახეს ვიდეოები საკითხის შესახებ და გაეცნენ ონლაინ საგანმანათლებლო თამაშებს აღნიშნულ თემაზე.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების დროს წარმოდგენილი იყო „მედიის საინფორმაციო თამაში“, ახსნილი იყო მახასიათებლები. შემეცნებით თამაშებში მოსწავლეები ხალისითა და დიდი ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა გაიმდიდრეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...