„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ ახალი შენობის არქიტექტურული მოდელი სასკოლო საზოგადეობამ აირჩია
30-05-2025

„ქართულ-ამერიკული უმაღლეს სკოლაში“ სამომავლო შენობის არქიტექტურული მოდელების შერჩევის მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა. 

სკოლის ახალი შენობა სასკოლო საზოგადოების ინტერესებისა და გემოვნების გათვალისწინებით აშენდება. ახალი შენობის არქიტექტურული მოდელის შერჩევაში 1089 მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი მონაწილეობდა. 

„განსაკუთრებული მადლობა სასკოლო საზოგადოებას, რომელმაც მაღალი ჩართულობითა და გულწრფელი ინტერესით დაუჭირა მხარი არქიტექტურული არჩევნის პროცესს!

1089 მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი — ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ, როგორი უნდა იყოს ახალი სკოლის შენობა.

თითოეული ხმა იყო ნაბიჯი უკეთესი, უსაფრთხო და თანამედროვე სივრცისკენ.

ხმების მცირე სხვაობით გამოვლინდა ორი ლიდერი მოდელი – მეორე და მეოთხე.

სწორედ ამ ორ ვერსიაში წარმოდგენილი ელემენტების შერწყმით, შეიმუშავებს სკოლის არქიტექტორი საბოლოო პროექტს, რომელიც წარედგინება კონსტრუქტორსა და განათლების სპეციალისტს.

ეს პროექტი გაივლის საბოლოო შეფასებას, რათა დააკმაყოფილოს:

„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“

საქართველოს მთავრობის №41 დადგენილება და სრულად შეესაბამებოდეს თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცის სტანდარტებს.

განსაკუთრებული მადლობა მოსწავლეთა თვითმმართველობას – თქვენი ტექნიკური მხარდაჭერა, ორგანიზებულობა და პროფესიონალიზმი იყო ამ პროცესის შეუცვლელი ნაწილი!“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ სკოლის ახალი შენობა იქნება ფუნქციური და უსაფრთხო, სკოლის საზოგადოების ხედვაზე მორგებული სივრცე - ისეთი, როგორიც ერთად აირჩიეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...