ქუთაისის №4 საჯარო სკოლის X კლასში ჩატარდა ინტეგრირებული პროექტი მათემატიკასა და გეოგრაფიაში
30-05-2025

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის X კლასში ჩატარდა ინტეგრირებული პროექტი მათემატიკასა და გეოგრაფიაში.

მათემატიკის პედაგოგი სალომე სხულუხიას და გეოგრაფიის პედაგოგის, ფატიმა ბალანჩივაძის ორგანიზებით ჩატარებული პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს  უნდა დაედგინათ კავშირი ნიადაგის ეროზიასა და მათემატიკურ კორელაციას შორის.

მოსწავლეებმა მოიძიეს და დაამუშავეს ინფორმაცია საქართველოში არსებული წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიების შესახებ, რის შემდეგაც ჩაატარეს შესაბამისი ცდა საკლასო ოთახში. ცდის შედეგები დააკავშირეს მათემატიკურ კორელაციასთან და ააგეს შესაბამისი მოდელი.

შეხვედრას დაესწრო ქუთაისის №4 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ბექა ძოწენიძე, რომელმაც პროექტი დადებითად შეაფასა. პედაგოგებსა და მოსწავლეებს კი მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...