პტენის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა საყვარელი ქართველი მწერალი აირჩიეს
30-05-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამართული აქტივობის ფარგლებში, მესამე კლასის მოსწავლეებმა საყვარელი ქართველი მწერალი აირჩიეს. 

პედაგოგ ანა მერაბიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა გამოკითხვით, ბავშვების რჩეული მწერალი ვაჟა ფშაველა გახდა.

აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივებასა და ქართული კლასიკური მწერლობისადმი დამოკიდებულების შეფასებას. ვაჟა ფშაველას პოპულარობამ კიდევ ერთხელ ცხადყო მისი მნიშვნელოვანი ადგილი ქართული კულტურისა და განათლების სივრცეში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...