ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ სუჯაშვილმა, მონაწილეობა მიიღო ავთანდილ ავსაჯანიშვილის სახელობის ჭადრაკის მოყვარულთა მუნიციპალურ ტურნირში და დაუმარცხებლად მოიპოვა გამარჯვება. ტურნირის ფარგლებში გამორჩეული ასპარეზობისთვის მარიამს ოქროს მედალი გადაეცა.
სკოლა ულოცავს წარმატებულ მოსწავლეს მიღწეულ შედეგს და უსურვებს მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს. მარიამი განსაკუთრებული გულმოდგინებითა და გონებრივი შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც ამ გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ყაზბეგის №1 საჯარო სკოლა ამაყობს თავისი წარმატებული მოსწავლეებით და მხარს უჭერს მათ განვითარებას სხვადასხვა სფეროში.