განჯალის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეები ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ეწვივნენ
30-05-2025

განჯალის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეები ქართული, როგორც მეორე ენის, საგნის პედაგოგის  ნანა მაისურაძის ინიციატივით ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრნენ.

ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ადგილობრივი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, ასევე პატრიოტული შეგრძნებების გაძლიერება.

ნანა მაისურაძის ხელმძღვანელობით, ბავშვებმა დაათვალიერეს მუზეუმი, გაეცნენ ლაგოდეხის რეგიონის ისტორიულ წარსულს, ეთნოგრაფიულ მასალებსა და კულტურულ ღირებულებებს. ვიზიტმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში ინტერესის გაღვივებას რეგიონული მემკვიდრეობის მიმართ და მუზეუმის მნიშვნელობის აღქმას საგანმანათლებლო პროცესის ფარგლებში.

სკოლა მადლობას უხდის მუზეუმის თანამშრომლებს სტუმართმოყვარეობისთვის და იმედოვნებს, რომ მსგავსი აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...