„დიახ, გახლავართ საქართველოდან გენიოსთა და გმირთა ქვეყნიდან“ - ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბიბლიოთეკაში შთამბეჭდავი ღინისძიება გამართეს 
02-06-2025

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გამორჩეულად აღნიშნეს. 

საქართველოს მთავარ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა და კლასის ხელმძღვანელმა - მაია რიჟამაძემ, მე-6 და პირველკლასელებთან ერთად, ხაშურის მინისტარის დასახლების ბიბლიოთეკაში გამართეს შთამბეჭდავი ღონისძიება დევიზით - „დიახ, გახლავართ საქართველოდან გენიოსთა და გმირთა ქვეყნიდან“.

მონაწილეებს მასპინძლობა გაუწიეს ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგთა და მეცნიერებათა თავისუფალი პროფკავშირის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ინეზა (ზიზი) ელისაშვილი, ხაშურის მერის მოადგილე ზვიად გოგუაძე, ხაშურის ცენტრალური ბიბლიოთეკების დირექტორი კლარა გელაშვილი, სხვა სკოლების პედაგოგები და ადგილობრივი მცხოვრებლები. 

თემატიკიდან გამომდინარე მე-8 კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, მე-6 კლასის მოსწავლეებმა და მე-8 კლასის ხელმძღვანელმა - მაია რიჟამაძემ შეასრულეს სიმღერები და ცეკვები.

ღონისძიებაზე წარმატებით წარდგნენ ბარბარე ნოზაძე (V კლ.), ანანო კურტანიძე (VI კლ.), მარიამ ხუციშვილი (VI კლ.), ბარბარე მაისურაძე (VI კლ.), ნუკი მჭედლიძე (VIII კლ), ლაშა შერაზადაშვილი (IX კლ.). ღონისძიებაში ასევე აქტიურად ჩაერთნენ პირველკლასელები, პედაგოგ ეკატერინე თედეშვილის ხელმძღვანელობით. 

ქვეყნის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა და დამსწრე საზოგადოებაზე წაუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხაშურის ორგანიზაციის თავმჯდომარემ მე-8 კლასის ხელმძღვანელი და ღონისძიების ორგანიზატორი მაია რიჟამაძე დააჯილდოვა სიგელით განსაკუთრებული დამსახურებისა და დიდი ღვაწლისთვის.

კლარა გელაშვილმა და ზვიად გოგუაძემ მადლობა გადაუხადეს ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს და ღონისძიების ორგანიზატორ მაია რიჟამაძეს, ასევე პირველი კლასის ხელმძღვანელ ეკატერინე თედეშვილსა და ხელოვნების პედაგოგ ანა ღამბარაშვილს.

ყველა მონაწილეს სკოლამ სიგელები გადასცა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...