ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის 1ბ კლასში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით „დამშვიდობება პირველ წიგნს“. ღონისძიება სავსე იყო ლამაზი სიტყვებით, მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით, ზღაპრის პერსონაჟებითა და მაშტოცებისადმი მიძღვნილი პატივისცემის ხაზებით.
პატარებმა დიდი სითბოთი აღნიშნეს მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით დასრულება. ღონისძიება სომხური ენის მასწავლებლის, ნარინე გრიგორიანის, ორგანიზებით ჩატარდა და ერთგვარი საგანმანათლებლო ზეიმი იყო, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით და მონდომებით იყვნენ ჩართულები.
იხილეთ ფოტოები: