მაკვანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ფიროსმანის პორტრეტული ხასიათი გადმოსცეს საკუთარ ნამუშევრებში
30-05-2025

არტემ ერქომაიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლაში ხელოვნების გაკვეთილზე გამორჩეულად საინტერესო აქტივობა ჩატარდა. ხელოვნების მასწავლებლის, ხათუნა გორდელაძის, ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა გაიცნეს ქართული მხატვრობის ლეგენდა - ნიკო ფიროსმანი და შემდეგ სცადეს მის პორტრეტულ სტილში საკუთარი ნახატების შექმნა.

სასწავლო პროცესი ფერადოვნებითა და შემოქმედებით თავისუფლებით იყო დატვირთული. მოსწავლეებმა არა მხოლოდ მხატვრის ბიოგრაფია და ნამუშევრები შეისწავლეს, არამედ ფიროსმანის ხელწერის ინტერპრეტაციაც სცადეს. შედეგად მივიღეთ მრავალფეროვანი, ინდივიდუალური ხედვით შესრულებული ნამუშევრები, რომლებშიც მოსწავლეებმა პორტრეტში გადმოსცეს როგორც ფიროსმანის ხასიათი, ისე საკუთარი ემოციებიც.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...