თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან და აქტიურ ეკოდაცვით საქიანობას ეწევიან.
ახლახან, თბილისის N142 საჯარო სკოლელი „დედამიწის მეგობრები“ დირექტორის - ეკატერინე ენდელაძის ხელმძღვანელობით, დირბის საჯარო სკოლას სტუმრობდნენ. სკოლაში გამორჩეულად თბილი და აქტიური ეკო-დღე მოეწყო. მე-5 კლასელებისთვის სკოლაში ეკო-საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართა.
„დირბის საჯარო სკოლაში გამორჩეულად თბილი და აქტიური დღე გვქონდა! ჩვენმა მენტორებმა - გვანცამ, კესომ და თანანამ მე-5 კლასელებისთვის ეკო-საგანმანათლებლო აქტივობი გააკეთეს.
პირველი აქტივობა იყო სიტუაციური ამოცანები - ბავშვებს უნდა ამოეცნოთ რა მოვლენა იყო და როგორ უნდა მოიქცნენ?
ერთად ვიმსჯელეთ ეკოლოგიური პრობლემებისა და ჩვენი როლის შესახებ.
მეორე ეტაპზე გვქონდა ეკო-ცეკვა - მოძრაობით გამოვხატეთ ქარი, წვიმა, მზე, ხე, ჩიტი და დედამიწის სუნთქვა.
ბავშვებმა წარმოსახვით „გაიცნეს“ ბუნება და ისწავლეს, როგორ იცვლის ფორმას სიყვარულით და ქმედებით.
მესამე აქტივობა იყო ნარჩენების დახარისხება - თამაშით დავალაგეთ ნარჩენები სხვადასხვა კონტეინერში: ბავშვებმა გაიგეს, რომ გარემოს დაცვა ყოველდღიური საქციელით იწყება.
დასასრულს, ეკო-დღის აქტიურ მონაწილეებს გდავეცით საჩუქრები - „ბიბლუსის“ ჩანთები და სასკოლო რესურსები, მადლობის ნიშნად მათი ჩართულობისა და გარემოზე ზრუნვისთვის. ეს დღე იყო ეკო-ცნობიერების, ახალი მეგობრობის და დიდი სიყვარულის დღე.
გმადლობთ, დირბის საჯარო სკოლა, გულწრფელი მასპინძლობისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში და კიდევ არაერთ ეკო-აქტივობას გეგმავენ.
იხილეთ ფოტოები: