
მარტვილის მუნიციპალიტეტის, ხუნწის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას. ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, პედაგოგები ბავშვებს ხელს უწყობენ საკუთრი უნარების წარმოჩენაში და მრავალფეროვანი აქტივობებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ ხუნწის საჯარო სკოლას თავისი პატარა ჟურნალისტები ჰყავს, რომლებიც საბავშვო გადაცემა „გვირილებს“ უძღვებიან და საინტერესო რესპონდენტებთან ინტერვიუებსაც სთავაზობენ საზოგადოებას.
ამჯერად ხუნწის საჯარო სკოლის პატარა ჟურნალისტების რეპონდენტები განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე, პარლამენტის თავჯდომარე ილია ინჯია და ჯგუფი „ურსას“ სოლისტები - გიორგი ძოწენიძე და გიორგი გრიგალაშვილი იყვნენ, რომელთაც ყველა კითხვას გულწრფელად უპასუხეს.
„მადლობა ბატონ ალექსანდრეს და მის გუნდს, ბავშვების გულთბილად მიღებისათვის, მათი განათლების მიღების პროცესში უდიდესი წვლილის შეტანისათვის; მადლობა მარტვილის, აბაშის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის დელეგატს, პარლამენტის თავჯმდომარის მოადგილეს - ბატონ ილია ინჯიას და ჯგუფ „ურსას“ სოლისტებს - გიორგი ძოწენიძესა და გიორგი გრიგალაშვილს.
გვირილები გვეამაყებიან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
https://www.facebook.com/watch/?v=425900007211247&rdid=aJ1rItHW8wADbzVk