საბირქენდის N1 საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებმა შთამბეჭდავი გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ჩაატარეს
30-05-2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის N1 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, სკოლის დასრულება სიმბოლურად „ბოლო ზარით“ აღნიშნეს.

საზეიმო ღონისძიება ემოციური და დასამახსოვრებელი გამოდგა როგორც მოსწავლეებისთვის, ისე პედაგოგებისა და მშობლებისთვის. ბოლო ზარის ცერემონიალზე დასწრება შერეული გრძნობებით იყვნენ სავსენი სიხარული მომავლის მოლოდინით და სევდა სკოლასთან განშორებით.

სკოლის ადმინისტრაციამ კურსდამთავრებულებს წარმატება უსურვა მომავალ ცხოვრებაში და მათთან გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა: გისურვებთ ბედნიერ გზას და წარმატებებს ცხოვრების ყველა ეტაპზე. იყავით მუდმივად თავდაჯერებულნი და არ შეგეშინდეთ ახალი გამოწვევების!

ღონისძიება სიმღერებით, საინტერესო პერფორმანსებითა და საცეკვაო ნომრებით იყო დატვირთული. 

იხილეთ ფოტო და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...